‘’სახანძროს მოსვლას მთელი ერთი საათი დასჭირდა, მოვიდნენ და წყალიც არ ჰქონდათ'' -/მოქალაქის წერილი/

14 დეკემბერი 2017, 00:00 5912 ნახვა

გენერალ ასლან აბაშიძის ქუჩაზე ხანძრის შედეგად ხის ფარდული დაიწვა. აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს მოქალაქემ  ვიდეო და ფოტო მასალა მიაწოდა. მისი თქმით,  სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილას ერთ საათიანი  დაგვიანებით მივიდა.

‘’სახანძროს მოსვლას მთელი ერთი საათი დასჭირდა, თითქმის დაფერფლილზე მოვიდნენ და წყალიც არ ჰქონდათ,  ერთი ფარდულის ჩაქრობა ვერ მოახერხა ერთმა მანქანამ. ღმერთს მადლობა ხანძარს მსხვერპლი არ მოჰყოლია, მაგრამ ცოტა დროულად რომ მოსულიყო სახანძრო გადარჩებოდა ფარდული... შეგვიბრალა ღმერთმა, რომ ძლიერი ქარი  არ იყო და ცეცხლი სახლზე არ გადავიდა’’ - წერს მოქალაქე.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ინფორმაცია შესაბამის უწყებასთან გადაამოწმა.  

ბათუმის სახანძრო სამაშველო  სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძახება 12 დეკემბერს 06 საათსა და 52 წუთზე დაფიქსირდა. მათი თქმით,  შეტყობინებიდან 5  წუთში პირველი მანქანა ადგილზე იყო,  მაშველებმა სამ წუთში შეძლეს ცეცხლის ლოკალიზება.  07:06 წუთზე კი ხანძარი ლიკვიდირებული იყო.

‘’სახანძრო სამაშველო ბრიგადებს შემთხვევის ადგილზე მისვლისას წყლის საკმარისი მარაგი ჰქონდათ’’ - განმარტავენ უწყებაში.  

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში