უფასო სამედიცინო გამოკვლევები ყოფილი პატიმრებისთვის

13 დეკემბერი 2017, 00:00 2851 ნახვა

უფასო სამედიცინო გამოკვლევები ყოფილი პატიმრებისთვის. აქციის ფარგლებში გამოკვლევა 15 ყოფილ პატიმარს ჩაუტარდა. ერთ დღიანი აქცია არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტისა“ და აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით გაიმართა.

სამედიცინო დახმარებასთან ერთად ორგანიზაცია ''დემოკრატიის ინსტიტუტი'' ახორციელებს პროექტს ''ყოფილი პატიმრების გაძლიერების პროექტი, რომლის ფარგლებში დასავლეთ საქართველოს რეგიონებში ყოფილი პატიმრების, მათი ოჯახის წევრებისა და პრობაციონერების რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის მხარდაჭერა ხორციელდება. პროექტში ჩართულ პირებს გაეწევათ იურიდიული დახმარება, ასევე მათი განათლებისა და დასაქმების, მცირე ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები განხორციელდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი