სააკაშვილის დაკავებას უცხოური გამოცემები ეხმაურებიან

09 დეკემბერი 2017, 00:00 2475 ნახვა

მიხეილ სააკაშვილის დაკავებას უცხოური მედია ეხმაურება. ''ბი-ბი-სი'' წერს, რომ სააკაშვილის  მომხრეებმა მოახერხეს უკრაინის უშიშროების სამსახურის დახურულ ეზოში შეღწევა, შენობასთან კი, უამრავი ადამიანია შეკრებილი. როიტერის თანახმად,  სააკაშვილი 10 დეკემბერსს დაგეგმილ მარშამდე დააკავეს.

ამერიკული ''ფოქს-ნიუსი'' იტყობინება, რომ უკრაინაში დაკავებულია კორუფციის მოწინააღმდეგე აქტივისტი - სააკაშვილი. მედია საშუალება სააკაშვილს ოპოზიციის ლიდერად მოიხსენიებს და ხაზს უსვამს, რომ ის პეტრო პოროშენკოს აკრიტიკებს.  მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ასევე გერმანული ''ზუდ-დოიჩე ცაიტუნგი'' გამოეხმაურა. გამოცემა წერს, რომ ოპოზიციის ლიდერი დედაქალაქის ცენტრში დააკავეს და ის დროებითი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი