უკრაინაში დაკავებული საქართველოს ექს-პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს 10 დეკემბერს დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ პოლიტიკოსის განცხადებაშია ნათქვამია, რომელსაც მისი ადვოკატი რუსლან ჩერნოლუცკი აქვეყნებს.
"ბარიგების ხელისუფლებამ ყალბი ბრალდებებით დამაკავა. ამ ქმედებით მათ თქვენი დაშინება სურთ. ნუ შეშინდებით. გამოდით კვირას დაგეგმილ მშვიდობიან აქციაზე და იმპიჩმენტი მოითხოვეთ. იბრძოლეთ კორუფციისა და თვითნებობის წინააღმდეგ. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ"-წერს მიხეილ სააკაშვილი.