ტურისტები გზის გაკვალვას საკუთარი ძალებით ცდილობენ

08 დეკემბერი 2017, 00:00 5822 ნახვა

კურორტ "გოდერძიმდე" მისასვლელ გზაზე ზვავი ჩამოწვა. ჩახერგილი გზის გაწმენდას ტურისტები საკუთარი ძალებით ცდილობენ.  ისინი კურორტზე დასასვენებლად მიდიოდნენ. 

ტურისტებს კურორტამდე 15 კილომეტრი აშორებთ.   ამბობენ, რომ სამაშველო სამსახურს დაუკავშირდნენ, თუმცა მაშველები  ადგილზე მისვლას და მათ დახმარებას ვერ ახერხებენ.  

ტურისტების ჯგუფს  თან ჰქონდათ ნიჩბები და თავად შეუდგნენ  გზის გაწმენდას. 

აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლებმა დაუდასტურეს, რომ ტურისტების დასახმარებლად ვერ მიდიან. ამბობენ, რომ გზებზე სამი ზვავია ჩამოწოლილი და გადაადგილება გართულებულია. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი