მსაჯის გარდაცვალება - ფედერაცია მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან

07 დეკემბერი 2017, 00:00 3857 ნახვა

 

ქართველი მსაჯის,  ილია ტუღუშის გარდაცვალებას ფეხბურთის ფედერაცია განცხადებით ეხმაურება. ფედერაცია მზაობას გამოთქვამს ითანამშრომლოს გამოძიებასთან. 

"გვსურს, მკაფიოდ დავაფიქსიროთ, რომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია გამოთქვამს სრულ მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, აღნიშნულ ფაქტზე ითანამშრომლოს სამართალდამცავ უწყებებთან და ამასთან, ვიმედოვნებთ, რომ ეს შემთხვევა უმოკლეს ვადაში იქნება გამოძიებული" - წერია განცხადებაში. 

"მოგეხსენებათ, 6 დეკემბერს გავრცელდა ინფორმაცია ქართველი მსაჯის - ილია ტუღუშის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ. ილია ტუღუში 10 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსაჯობდა საქართველოს ჩემპიონატის ასაკობრივ პირველობებსა და სხვადასხვა ლიგებს.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კიდევ ერთხელ, ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აღნიშნულის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახის წევრებს, მეგობრებს, ახლობლებსა და სრულიად საფეხბურთო სამყაროს".

მალთაყვაში, ფეხბურთის მსაჯი, ილო ტუღუში გარდაცვლილი გუშინ იპოვეს. ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ტუღუში  მოკლულია. 

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.  

 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში