ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზატორი კომპანია „ახალგაზრდობის საერთაშორისო ცენტრია“. კომპანიამ ბათუმის კულტურის ცენტრის მიერ გამოცხადებულ ტენდერში გაიმარჯვა და შესაბამისი მომსახურება 317 ათასის ნაცვლად, 258 400 ლარით განსაზღვრა. ცენტრის დირექტორის ინფორმაციით, კომპანია გამოცდილია და საბოლოო გადაწყვეტილებას კომისია რამდენიმე დღეში მიიღებს.
ბათუმში, საახალწლო კონცერტებში დაგეგმილია ჯგუფების -„მგზავრებისა“ და „გამოუვალი მდგომარეობის“ მონაწილეობა, ორივე ჯგუფთან დაკავშირებით მომსახურების გამარტივებული წესით შესყიდვაზე ბათუმის კულტურის ცენტრს შესყიდვების სააგენტომ უარი უთხრა. ჯონი საბაშვილის ინფორმაციით, ცენტრმა შესყიდვების სააგენტოს ჯგუფ „გამოუვალ მდგომარეობასთან“ დაკავშირებით ხელახლა მიმართა. „მგზავრებთან„ კი მოლკაპარაკებები მიმდინარეობს. რისთვისაც ბათუმის ბიუჯეტიდან მათთვის 83 750 ლარის გადახდა იყო გათვალისწინებული.