''ევროკავშირი და პარტნიორები''- პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს

04 დეკემბერი 2017, 00:00 2726 ნახვა

''ევროკავშირი და პარტნიორები''- პარლამენტში საერთაშორისო კონფერენცია მიმდინარეობს. მსჯელობენ ევროკავშირთან ინტეგრაციაზე, ევროინტეგრაციით განპირობებული ცვლილებების დადებით შედეგებსა და გამოწვევებზე. კონფერენციაში 17 ქვეყნის პარლამენტის წარმომადგენლები მონაწილეობენ, მათ შორის, ევროკავშირის წევრი და კანდიდატი ქვეყნების, ასევე აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების წარმომადგენლები.

ღონისძიებას პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ესწრებიან. საერთაშორისო საპარლამენტო კონფერენცია საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის ინიციატივით ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით ტარდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი