ლოდის აფეთქება სარფში

03 დეკემბერი 2017, 00:00 7937 ნახვა

დაახლობით 20 წუთის განმავლობაში იყო  შეწყვეტილი მოძრაობა  სენაკი- ფოთი - სარფის სავტომობილო გზის  117-ე კილომეტრზე. მიზეზი კლდიდან ჩამოვარდნილი ლოდის აფეთქება გახდა.

სპეციალისტებმა  25- დან 30 – მდე კუბურ მეტრამდე   მოცულობის ლოდი ააფეთქეს, ერთი კი აფეთქების გარეშე  მძიმე ტექნიკის დახმარებით ზღვაში ჩაუშვეს. ადგილზე მობილიზებული იყო  რამდენიმე საპატრული ეკიპაჟი.  ლოდები  კლდიდან 29 ნოემბერს მოწყდა. ხვალიდან  ტერიტორიას უკვე გეოლოგები იმუშავებენ.  

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი