საახალწლო კულტურული ღონისძიებებისა და ნაძვის ხის მოწყობაზე ქობულეთის მერიამ ტენდერი უკვე გამოაცხადა. 3 ათას 500 ლარი კულტურული ღონისძიებების ორგანიზებისთვის , ხოლო 4 ათას 500 ლარი საახალწლო ნაძვის ხისა და ქუჩის განათებების მონტაჟისა და დემონტაჟისთვის გამოიყო. მერის მოადგილის ინფორმაციით 5 წლის წინ შეძენილი ნაძვის ხე მერიის მიმდებარედ არსებულ სკვერში დაიდგმება.
არასაკმარისი რესურსის გამო კი ახალი განათებები და სათამაშოები მერიას წელს არ შეუძენია.საახალწლო სამზადისზე გამოცხადებული ელექტრონული ტენდერი 13 დეკემბერს უნდა დასრულდეს.