წყალდიდობების განვითარების რა საფრთხეები არსებობს საქართველოში და ადრეული გაფრთხილების რა თანამედროვე სისტემები არის დანერგილი ქვეყანაში, გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსმა ინფორმაცია აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებს გააცნო. თამარ ბაგრატიამ ჰიდრომეტეორლოგიური რისკების შემცირების ტექნოლოგიურ სიახლეებზე და მეთოდოლოგიებზე ისაუბრა.
გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტები საქართველოს მასშტაბით ბუნებრივი სტიქიური პროცესების მუდმივ მონიტორინგს ახორციელებენ და რეკომენდაციებს გასცემენ შემდგომი რეაგირებისთვის.