შუახევში ბაღის გახსნა არამყარი საძირკვლის გამო გადაიდო

30 ნოემბერი 2017, 00:00 3306 ნახვა

შუახევში, შუბნის თემში, ბაღის შენობის რეაბილიტაცია 2 წლის წინ დაიწყო, თუმცა ჯერ კიდევ არაა დასრულებული. 30 მოზარდი ელოდება ბაღის გახსნას, სავარაუდოდ ამ სასწავლო წელს ისინი ბაღში ვეღარ ივლიან.
 

კომპანია, რომელიც შენობის რეკონსტრუქციაზე იყო პასუხისმგებელი, როგორც მერიაში გვეუბნებიან დააჯარიმეს. იგივე კომპანია, ანუ შპს “ზაზო” აშენებდა ბაღს ფურტიოშიც, სადაც სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება დაგვიანებით, სავარაუდოდ მომდევნო კვირაში, გაიხსნება.

კომპანიის მენეჯმენტთან დაკავშირება ვერც ჩვენ და როგორც შუახევის მერიაში გვეუბნებიან, ვერც შესყიდვების სამსახურმა ვერ მოახერხა. 

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში