ხანძრის დროს დაღუპულები - ზაურ აბულაძე და ბექა შატაკიშვილი დღეს დაკრძალეს

30 ნოემბერი 2017, 00:00 6165 ნახვა

სასტუმრო “ლეოგრანდში” ხანძრის დროს დაღუპული ორი ახალგაზრდა დაკრძალეს დღეს ბათუმსა და გორში. ტრაგიკულად დაღუპულ ზაურ აბულაძეს და ბექა შატაკიშვილს სამოქალაქო პანაშვიდი გადაუხადეს. სასტუმროში, სადაც ხანძარი 24 ნოემბერს საღამოს დაახლოებით 8 საათზე გაჩნდა 11 ახალგაზრდა დაიღუპა.

გარდაცვლილების ოჯახებს სასტუმროს მფლობელი თანხმობის შემთხვევაში მატერიალურ, ასევე შვილების განათლებაში დახმარებას ჰპირდება. გამოძიება გრძელდება, იმის მიუხედავად რომ ოფიციალური პირები მაშინვე აკეთებდნენ აქცენტს სახანძრო უსაფრთხოების ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით, ეს ჯერ დადასტურებული არაა, ასევე უცნობია სად იყო ხანძრის კერა. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში