“დაინახე, განაცხადე, შეაჩერე!” - ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს პროკურატურის ორგანიზებით „დაზარალებულთა კვირეული“ იმართება.
კვირეულის ფარგლებში თბილისში და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში არაერთი ღონისძიებაა დაგეგმილი, მათ შორის საინფორმაციო შეხვედრები სკოლის მოსწავლეებთან, სტუდენტებთან და მოსახლეობასთან, გაიმართება ოჯახში ძალადობის შესახებ დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომლის შემდგომ დამსწრეები ფილმში დანახულ პრობლემებზე იმსჯელებენ; კვირეულის ფარგლებში რაიონული პროკურატურის წარმომადგენლები დღეს ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ.