შსს: ''ლეო გრანდიდან'' მოქალაქეების ევაკუაცია გართულებულია''

24 ნოემბერი 2017, 00:00 5204 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ლეოგრანდიდან მეხანძრე - მაშველებს მოქალაქეების ევაკუაცია ძლიერი დაკვამლიანების გამო უჭირთ. 

" პირველადი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის ზედა სართულზე გაჩნდა. ძლიერი დაკვამლიანების გამო, მოქალაქეთა ევაკუაცია რთულად მიმდინარეობს. წინასწარი ინფორმაციით, არის მსხვერპლი. საავადმყოფოში გადაყვანილი არიან სასტუმროში მყოფი მოქალაქეები და სამი მეხანძრე - მაშველი" ნათქვამია განცხადებაში. 

შსს ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია აჭარის საგანგებო სიტუაციების მართვის სამმართველოს 12 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 100-მდე მეხანძრე - მაშველი. ინტენსიურად მიმდინარეობს ცეცხლი ქრობის პროცესი. დამატებითი სახანძრო-სამაშველო ჯგუფები უახლოეს წუთებში ჩაერთვებიან გურიის, სამეგრელოს და იმერეთის რეგიონებიდან.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი