დიდთოვლობის გამო მაღალმთიანეთში საგანგებო შტაბები მუშაობენ

24 ნოემბერი 2017, 00:00 3415 ნახვა

შეწყვეტილი სასწავლო და სააღმზრდელო პროცესი ხულოში. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო მუნიციპალიტეტის ბაღების უმრავლესობა დაიხურა. სწავლა შეჩერდა 8 სკოლაში. დაბალი გამავლობის მანქანებისთვის მოძრაობა შეზღუდულია ყველა მიმართულებით. გადაადგილება დასაშვებია ორხიდიანი ავტომანქანებისთვის, ასევე მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით.

მთავარში” ორი დღის წინ გავიდა რეპორტაჟი, ხულოში, მოსახლეობის მოლოდინის შესახებ, რომ ელექტროსადენები და ბოძები დაზიანებულია, რის გამოც ისინი ენერგომომარაგების გარეშე დარჩენას შიშობდნენ, მაშინ ენერგო - კომპანიაში აცხადებდნენ, რომ პრობლემა არ შეიქმნებოდა. ამის მიუხედავად, ფაქტია, რომ მთელი დღეა, ამ დრომდე მუნიციპალიტეტის 1 000 აბონენტი შუქის გარეშეა. ელექტროენერგიის მიწოდება აღუდგა შუახევში მცხოვრებ აბონენტებს. რამდენიმე ბაღსა და სკოლაში სასწავლო პროცესი ამ მუნიციპალიტეტშიც შეწყდა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი