საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო საღამოზე 40 ათას ლარზე მეტი შეგროვდა. ღონისძიება აჭარის ტელევიზიის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით გაიმართა.
შემოსული თანხა პროექტ „ბედნიერი სახლის“ მშენებლობას მოხმარდება. სიკეთის თანამონაწილე რიგითი მოქალაქეები, სახელმწიფო უწყებების და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები გახდნენ.