ხულოში უამინდობის გამო სასწავლო პროცესი შეჩერებულია

24 ნოემბერი 2017, 00:00 4439 ნახვა

ხულოში უამინდობამ 1000-მდე აბონენტი ელექტროენერგიის გარეშე დატოვა. ამ დროისთვის, ხულოს რამდენიმე სოფელს არ მიეწოდება შუქი. 15 საბავშო ბაღში სწავლის შეწყვეტის მიზეზიც ენერგომომარაგება გახდა .


როგორც ხულოს ბაღების გაერთიანებაში ამბობენ, ბაღის შენობებს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდებოდა. ამასთან, პრობლემებია გადაადგილებასთან დაკავშირებითაც, თოვლის საფარი მაღალმთიან სოფლებში 70 სმ მიაღწია. იგივე პრობლემების გამო სწავლა შეჩერდა ხულოს 8 საჯარო სკოლაშიც.

მაღალმთიან აჭარაში მეორე დღეა ინტენსიურად თოვს, დიდი ნალექის გამო ხულოს სოფლებამდე მისვლა მსუბუქი ავტომობილებით გართულებულია. 


ხულოში 7 სოფლის 1000 აბონენტს ელექტრონერგია არ მიეწოდება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი