გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 80 სმ-ს აღწევს, უსაფრთხოების მიზნით გადაადგილება მეორე დღეა აკრძალულია. საგზაო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ზურაბ სიხარულიძის ინფორმაციით მიმდინარეობს გზების გაწმენდა.
მისივე ინფორმაციით, მთელი ღამის განმავლობაში, გოდერძის ტერიტორიაზე ქარბუქი იყო, კურორტის ზოგიერთ მონაკვეთზე თოვლის საფარი 2 მეტრს აღწევს.
რაც შეეხება ბათუმი- ხულოს დამაკავშირებელ მონაკვეთს, ცენტრალურ მაგისტრალზე გადაადგილება ყველა ტიპის ტრანსპორტისთვის დასაშვებია.