გიორგი კვირიკაშვილი: "არაა ასეთ მომენტებში სპეკულაციები საჭირო, არის მომენტები როცა ერთად უნდა დავდგეთ"

22 ნოემბერი 2017, 00:00 3918 ნახვა

საქართველოს პრემიერ მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით ამ დროისთვის ქუჩაში გადაადგილება მოქალაქეებისთვის უსაფრთხოა და სამართალდამცველებმა მოახერხეს გაენეიტრალებინათ საფრთხე. 

"როგორც იცით დასრულდა სპეცოპერაცია, სამწუხაროდ გვაქვს მსხვერპლი, ერთი სპეცრაზმის თანამშრომელი დაიღუპა, ის ადამიანი ნამდვილად გმირია. არიან დაჭრილებიც, ბიჭები მკურნალობენ. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო, მათი გმირობის შედეგად მივიღეთ ის, რომ განეიტრალდა საფრთხე" - განაცხადა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა კომენტარი ოპონენტების შეფასებებზეც გააკეთა. "მინდა პასუხი გავცე პოლიტიკოსებს და სხვადახვა ექსპერტებს, რომელებიც გამოხატავენ პოზიციებს.  არაა ასეთ მომენტებში სპეკულაციები საჭირო , არის მომენტები, როცა ყველა ერთად უნდა დავდგეთ.  შეკითხვები უნდა დაისვას, თუმცა ასეთი დონის სპეცოპერაციების დროს არ შეიძლება დეტალებზე საუბარი.  ამჟამად ქალაქში არის უსაფრთხოება დაცული და ჩვენმა ბიჭებმა გაანეიტრალეს სიტუაცია" - განაცხადა პრემიერ მინისტრმა. 

პრემიერისთვის   სპეცოპერაციის ხანგრძლივობის თაობაზე გაკეთებული აქცენტები მიუღებელია. მისი განმარტებით, ხელისუფლების და ძალოვანების მთავარი პრიორიტეტი მოსახლეობის უსაფრთხოების დაცვა და სპეცოპერაციის მსხვერპლის გარეშე ჩატარება იყო. "ყველაფერი გაკეთდა, რომ მსხვერპლი არ ყოფილიყო და ჩვენ ეს შევძელი" - თქვა კვირიკაშვილმა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი