თბილისის ანტიტერორისტული სპეცოპერაცია უცხოურ მედიაში

22 ნოემბერი 2017, 00:00 4770 ნახვა

თბილისში კონტრტერორისტული ოპერაციის შესახებ უცხოური მედია წერს. ,,ალჯაზირას" ცნობით, საქართველოს შეიარაღებულმა ძალებმა ქვეყნის დედაქალაქში ერთ-ერთ შენობაზე შტურმი მიიტანეს. მრავალსართულიან კორპუსში აფეთქებებისა და სროლის ხმაც ისმის. გამოცემის თანახმად, მასშტაბური სპეცოპერფაცია რამდენიმე ეჭვმიტანილის დაკავების მიზნით მიმდინარეობს, რომლებიც კორპუსის მესამე სართულზე ბინაში არიან ჩაკეტილები. ავტორი, სროლის დროს ერთი სპეცრაზმელის დაჭრასაც აღნიშნავს და საქართველოს მთავრობის უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე წერს.

,,ქართული მხარე ერთ-ერთი ეჭვმიტანილის დაკავების შესახებ აცხადებს" - წერს ,,რადიო თავისუფალი ევროპა". სტატიის ავტორის თქმით, სუსში უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე საუბრობენ, რომლებსაც ტერორისტულ ორგანიზაციასთან აქვთ კავშირი. პოლიციისა და სამთავრობო შეიარაღებას პერიმეტრი აქვს ალყაშემორტყმული და ოპერაციას აგრძელებს.

,,იაჰუ ნიუსი" კი აღნიშნავს, რომ ტერორისტული დაჯგუფების წევრები კაპიტულაციაზე უარს ამბობენ და სამართალდამცველებს ცეცხლი გაუხსნეს. ეჭვმიტანილთა იდენტიფიცირებისთვის საქართველოში გამოძიება დაიწყო. სტატიის ავტორი აქვე აღნიშნავს, რომ საქართველოს ისტორიაში ტერორისტულ თავდასხმებთან დაკავშირებით ფაქტები არ დაფიქსირებულა.

თბილისში მიმდინარე ანტიტერორისტულ ოპერაციას აშუქებს რუსული მედიაც. ,,ვესტი.რუს" ცნობით, რაიონში, სადაც ტერორიზმში ეჭვმიტანილთა დაკავების ოპერაცია გრძელდება, სპეცრაზმელების ჯავშანტექნიკაა მობილიზებული. დაკავებულია ერთი ტერორისტი. ,,ეხო კავკაზას" ინფორმაციით, კონტრტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ისნის რაიონში ქუჩები კვლავ გადაკეტილია, თუმცა სროლის ხმა ამ დროისთვის არ ისმის. ავტორის თქმით, დაკავების რეიდი უკვე 15 საათია გრძელდება. საქართველოს დედაქალაქში განვითარებულ მოვლენას აშუქებს ,,რია ნოვოსტი", ,,როსბალტი", ,,სინჰუა ნიუსი". 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი