ხულოს ბიუჯეტი

21 ნოემბერი 2017, 00:00 3039 ნახვა

ხულოს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის გაცნობა მუნიციპალიტეტის ახალმა მერმა დაიწყო.  გოჩა მელაძე მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებას არ გამორიცხავს.  მომდევნო წლის ბიუჯეტზე მუშაობას ახალი მოწვევის საკრებულოს გააგრძელებს.

ფინანსურ დოკუმენტს შენიშვნებით მერიაში 25 ნოემბრამდე გადააგზავნიან, შესწორებულ ვარიანტს კი 10 დეკემბრამდე ელოდებიან.

ხულოს მერის ინფორმაციით, სამომავლო პრიორიტეტებში კვლავ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება რჩება. დაგეგმილია წყლის სისტემების რეაბილიტაცია, ადმინისტრაციული ერთეულების კეთილმოწყობა, კურორტ ბეშუმში სანიაღვრე არხების დახურვა და ბილიკის მოწყობა. საწყის ეტაპზე ხულოს ბიუჯეტი 9 მილიონ 56 ათას ლარია.

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი