გენდერული ბალანსი

18 ნოემბერი 2017, 00:00 3676 ნახვა

შუახევის მერიასა და საკრებულოში 128 დასაქმებულიდან, ქალი მხოლოდ 28 თანამშრომელია. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში მერი და ყველა სამსახურის უფროსი კაცია. ქალია, მერის ერთი მოადგილე, თანაშემწე გენდერულ საკითხებში და ორი განყოფილების უფროსი. 

მოქმედ საკრებულოში ერთი ქალი დეპუტატია, ახალი მოწვევის საკრებულოში კი დეპუტატის სავარძელს ორი დაიკავებს. საკრებულოს აპარატში ყველა წამყვანი პოზიცია კაცებს უჭირავს, ქალები კი მათი თანაშემწეები ან მთავარი სპეციალისტები არიან.

მარინე ტარიელაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში