თურქეთში ზურაბ პატარაძის ვიზიტი დასრულდა

17 ნოემბერი 2017, 00:00 3326 ნახვა

თურქეთში აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტი დასრულდა. ზურაბ პატარაძემ დელეგაციის სხვა წევრებთან ერთად ბოლო შეხვედრა სავაჭრო - სამრეწველო პალატაში გამართა. შეხვედრას ექსპორტიორთა პალატის წევრები ესწრებოდნენ.   ზურაბ პატარაძე თურქ ბიზნესმენებს კიდევ ერთხელ ესაუბრა საქართველოში არსებულ საინვესტიციო გარემოზე.

ასევე თავისუფალ ვაჭრობაზე ევროკავშირთან და ჩინეთთან. ექსპორტიორთა პალატის წევრებმა მზადყოფნა გამოთქვეს ბიზნეს-ურთიერთობების გასაღრმავებლად. მურატლი-მარადიდის  საზღვრის გახსნის აუცილებლობაზე ისაუბრა ექსპორტიორთა პალატის ხელმძღვანელმა და განაცხადა, რომ სარფის საბაჟოზე შეფერხების შემთხვევაში აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტი იქნება გამტარი ექსპორტისთვის.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი