ხორცის რეალიზაციის დარღვეული სტანდარტები. ჩვენმა გადამღებმა ჯგუფმა დღეს გასაყიდად გამოტანილი ხორცი ხელვაჩაურის ერთ-ერთ სოფელში ღია ცის ქვეშ, მუნიციპალური ტრანსპორტის გაჩერებაზე დააფიქსირა.
სურსათის ეროვნული სააგენტო მოსახლეობას მოუწოდებს, არ შეიძინონ მსგავს ვითარებაში ხორცპროდუქტები, რადგანაც იგი ჯანმრთელობისთვის საზიანოა. უწყების კონტროლს მიღმა დარჩენილი თვითნებურად მოწყობილი ბაზრები.