ხიხანის ციხის რეაბილიტაციის ტენდერი ორჯერ ჩავარდა

05 ნოემბერი 2017, 00:00 2673 ნახვა

ხიხანის ციხის რეაბილიტაციისთვის ორჯერ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. მასში მონაწილეობა არც ერთმა  კომპანიამ არ მიიღო. აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინფორმაციით, მიმდინარე წელს სააგენტომ მესამედ ტენდერის გამოცხადებისგან  თავი შეიკავა, რადგანაც ზამთარში ხიხანის ციხეზე რთული კლიმატური პირობებიდან გამომდინარე სამუშაოების ჩატარება დაუშვებელია.

განმეორებითი ტენდერი გაზაფხულზე გამოცხადდება. შუა საუკუნეებში აშენებული ციხესიმაგრის რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული 120 ათასი ლარი მომდევნო წლის ბიუჯეტში გადაინაცვლებს. ციხე ზღვის დონიდან 2 ათას 635 მეტრზე სხალთის ხეობაში მდებარეობს და მისი ფართობი თითქმის 1 ჰექტარია. შემორჩენილია უძველესი ნასახლარები და 4 კოშკი. ციხეზე არქეოლოგიური გათხრებიც ჩატარდა. ციხესიმაგრემდე მისასვლელად ნახევარ კილომეტრიანი საცალფეხო გზაა.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი