შუახევში მუნიციპალიტეტის სოფელ წყაროთაში საბავშვო ბაღი გაიხსნა. სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ორი სოფლის წყაროთოსა და ჭალას მოსახლეობას მოემსახურება.
ბაღი 30 აღსაზრდელზეა გათვლილი და 13 ადგილობრივია დასაქმებული. ჭალა - წყაროთის ბაგა-ბაღი ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. შენობა აღჭურვილია ინვენტარითა და ცენტრალური გათბობის სისტემით.