ბონში, გოგოლისა და მაიაკოვსკის ქუჩების კვეთაში სარკინიგზო მაგისტრალის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო ავტოსატრანსპორტო საშუალებით გადაადგილება შეზღუდულია. მოძრაობა სრულად 16 საათისთვის აღდგება. მანამდე კი აღნიშნულ მონაკვეთში საავტომობილო ტრანსპორტის ნაკადის რეგულირებას საქართველოს რკინიგზის თანამშრომლები უზრუნველყოფენ.