ფოლკლორის ფესტივალი

02 ნოემბერი 2017, 00:00 2359 ნახვა

გიორგი გარაყანიძის სახელობის ფოლკლორული და სასულიერო მუსიკის ბათუმის მე-12 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნა. მომდევნო სამი დღის განმავლობაში ქალაქში ტრადიციული მუსიკის კონცერტები, სამეცნიერო კონფერენცია და დოკუმენტური ფილმის ჩვენება გაიმართება.

ზ.ფალიაშვილის სამუსიკო სკოლის საკონცერტო დარბაზში მსმენელის წინაშე საქართველოს, ლიტვის, უკრაინისა და პოლონეთის ფოლკლორული ანსამბლები, მგალობელთა გუნდები და ინდივიდუალური შემსრულებლები წარსდგებიან. უკვე გაიმართა პირველი კონცერტი.

ნათია ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი