ისტორიული იერ-სახის დამცველების მიერ არაერთხელ გაკრიტიკებული, ქაოსური მშენებლობებისა და შენობების ფორმების ფონზე, ხელოვანებში აზრთა სხვადასხვაობას იწვევს საცხოვრებელი კორპუსების ფერებიც.
ქალაქის მერიას არ აქვს ერთიანი სტრატეგია და მიდგომა, არ არსებობს დოკუმენტი, რომლის მიხედვითაც ნებართვის გამცემი უწყებები იხელმძღვანელებენ. მშენებელს ნებისმიერ ადგილზე, ფაქტობრივად, ნებისმიერი ფერის სახლის აშენება შეუძლია. ერწყმის თუ არა ერთმანეთს ჰარმონიულად ქალაქის ისტორიული შენობები და ახალი ფერადი საცხოვრებელი სახლები? რას ფიქრობენ პასუხისმგებელ სამსახურებში?