ხულოში, სოფელ ბოძაურში, მესამე დღეა მეწყრული პროცესი ვითარდება, რამაც სოფელთან მისასვლელი გზა ჩაკეტა, გამგეობაში განმარტავენ რომ ალტერნატიული გზა არსებობს.
უამინდობამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც დანისპარაულში 350 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება. ენერგოპრო ჯორჯიას ინფორმაციით სამუშაოები დაწყებულია და მოსახლეობას შუქი რამდენიმე საათში აღუდგება. უამინდობას სააღმზრდელო და სასწავლო პროცესისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
გოდერძის უღელტეხილზე თოვლის საფარი 50 სმ-ს აღწევს, აქ გადაადგილება მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომობილითაა შესაძლებელი. ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თოვლის საფარი 15- სმ-ი დაბაში კი 5 სმ-ია. პირველი თოვლი მოვიდა ქედის მაღალი ზონის სოფლებშიც.
გუშინ ღამით მოთოვა მერისის თემის სოფლებში, ასევე სოფელ ხარაულაში. თოვლის საფარი 3-დან 7 სანტიმეტრია. ნალექს გადაადგილების კუთხით პრობლემა არ შეუქმნია. მუნიციპალიტეტს ელექტროენერგია უწყვეტად მიეწოდება.