შეუცვლიან თუ არა სახელწოდებას 6 მაისის პარკს

01 ნოემბერი 2017, 00:00 6002 ნახვა

ბათუმში, 6 მაისის პარკს შესაძლოა სახელი შეეცვალოს. ერთ-ერთ ვერსია, რომ მას ,,ცენტრალური პარკი” დაერქვას. საკრებულოს წევრ, ნატალია ზოიძის განცხადებით, მათ ინიციატივით ტურისტული სერვისების მართვის სააგენტოს მიმართეს, ახლა კი საბოლოო გადაწყვეტილებას, სწორედ მათგან ელოდებიან. ზოიძე აცხადებს, რომ პარკისთვის სახელის შეცვლაზე კონსულტაციები მოსახლეობასთანაც გაიარეს. 

ეს იყო ბათუმის პირველი სამოქალაქო ბაღი, რომლის მშენებლობა 1881 წელს დაიწყო. 1932 წელს ბაღი კულტურისა და დასვენების პარკად, 1933 წელს - ბავშვთა პარკად, შემდგომ კი პიონერთა პარკად გადაკეთდა. 2006 წლიდან  მას "6 მაისის პარკი" ჰქვია.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში