ვაჟთა პანსიონი

31 ოქტომბერი 2017, 00:00 8701 ნახვა

სააღმზრდელო დაწესებულებების, ამ შემთხვევაში მუსლიმური სკოლა-პანსიონების ლიცენზირების საკითხი ერთი წლით გადაიდო. კანონში, გასულ წელს შესული ცვლილების თანახმად, პანსიონების ადმინისტრაციებს განთავსებისთვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ლიცენზიის მიღების მიზნით საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსთვის მიმდინარე წლის 1 სექტემბრამდე უნდა მიემართათ, თუმცა ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა.

სააღმზრდელო დაწესებულება, სადაც მოზარდები სწავლობენ და თან ცხოვრობენ აჭარაში არაერთია. ერთ-ერთი კი ღორჯომში. ღორჯომის ვაჟთა პანსიონში 30 მოზარდი სწავლობს, პარალელურად კი საჯარო სკოლაში დადის.

პანსიონებში მოზარდების სიმრავლე, არასამთავრობო ორგანიზაცია “პარტნიორობა ბავშვებისთვის” კვლევის თანახმად, მაღალმთიანი მუნიციპალიტეტების საჯარო სკოლებში ხარისხიანი განათლების მიწოდების პრობლემაზე მეტყველებს. რატომ არის საბაზისო განათლების მიღების პრობლემა მაღალმთიანეთში – ამ კითხვაზე რეგიონის განათლების სამინისტროში დღეს პასუხი ვერ მივიღეთ. პანსიონები კი განათლების სამინისტროს სისტემაში საერთოდ არაა მოქცეული. 

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი