გონიოში, ერთი წლის წინ ზღვაში დაკარგული სამხედროების ოჯახებისგან თაღლითური ჯგუფი მოტყუებით ფულის გამოძალვას ცდილობდა. ინფორმაციას ერთ-ერთი გიორგი ნანეტაშვილის ოჯახი ადასტურებს. არსებული ინფორმაციით, თაღლუთური ჯგუფი ოჯახს დაკარგული შვილის სახელით წერილებს უგზავნიდა და დიდი ოდენობით თანხას ითხოვდა.
ანონიმური წერილები არ მიუღიათ იაგო შარაძის ოჯახის წევრებს. თაღლითური სქემის მონაწილეები უკვე დაკავებული არაინ და სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს. მომდევნო სხდომა 10 ნოემბერსაა ჩანიშნული.