26 კაცი და ორი ქალი - ხულოს ახალი მოწვევის საკრებულო

31 ოქტომბერი 2017, 00:00 3726 ნახვა

ხულოს ახალი მოწვევის საკრებულოში ქალების რაოდენობა ერთით გაიზარდა. წარმომადგენლობით ორგანოში 28 დეპუტატიდან   ქალი მხოლოდ ორია, ნარგიზ დეკანაძე და იზოლდა სურმანიძე. ისინი საკრებულოში „ქართული ოცნების“ კვოტით შედიან. 

ნარგიზ დეკანაძე წინა მოწვევის საკრებულოს წევრიც იყო,  ხოლო იზოლდა სურმანიძე დღემდე სხალთის თემში გამგებლის წარმომადგენლად მუშაობდა. 

ხულოს საკრებულო ხუთპარტიული იქნება.   

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში