ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა

30 ოქტომბერი 2017, 00:00 5652 ნახვა

უამინდობის გამო, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში სტამბოლი-ბათუმის რეისი ვერ შესრულდა. თვითმფრინავი რამდენიმე წუთის წინ ტრაპზონში დაჯდა. მგზავრები ბათუმში 16 საათსა და 55 წუთზე უნდა ჩამოსულიყვნენ, თუმცა ცუდი ხილვადობის გამო თვითმფრინავი დასაფრენ ბილიკზე ვერ დაეშვა. 

აეროპორტში აცხადებენ, რომ ფრენა ჯერ-ჯერობით მხოლოდ ერთი საათით გადაიდო. დღეს განრიგში სხვა რეისები ჩანიშნული აღარ არის.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი