ქობულეთის მესამე საჯარო სკოლაში მოსწავლე დაშავდა. შემთხვევა სკოლის ეზოში მოხდა. როგორც დირექტორი აცხადებს, რომ 20 წუთიანი შესვენების დროს მერვე კლასის მოსწავლეები ეზოში დამრიგებელთან ერთად იყვნენ, როდესაც ერთ-ერთი მოსწავლე საფეხბურთო მოედნის კარზე აზიდვებს აკეთებდა, რა დროსაც ხელი დაუცდა და ჩამოვარდა.
დაშავებულის ოჯახის წევრების ინფორმაციით, გოგონას ტვინის შერყევის დიაგნოზი დაუსვეს და და წოლითი რეჟიმი აქვს.