შუახევში სტიქიის შედეგებს გეოლოგები შეისწავლიან და დასკვნას 10 დღის ვადაში გამოაქვეყნებენ.
გამგეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის თქმით სპეციალისტების წინასწარი მონაცემებით საცხოვრებლად უსაფრთხო ადგილზე გაყვანა მხოლოდ ერთ ოჯახს ესაჭიროება. სხვა დაზარალებულებს კი დახმარება დასკვნის შემდეგ გაეწევათ.