ევროკავშირში უვიზოდ შესვლაზე მხოლოდ 230 მოქალაქეს უთხრეს უარი

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3245 ნახვა

ევროლიბერალიზაციის მიღებიდან 6 თვეში, საქართველოდან ევროპაში შენგენის საზღვარი 90 000 ადამიანმა გადაკვეთა. ევროპის ტერიტორიაზე უვიზოდ შესვლაზე  უარი მხოლოდ 230 მოქალაქემ მიიღო - ეს არის კვლევის შედეგები, რომელსაც ევროკავშირი OPEN პროგრამის ფარგლებში ატარებს.  

2017 წლის საზოგადოებრივი აზრის კვლევას და საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღების 6 თვის შედეგებს ანალიტიკოსები პოზიტიურად აფასებენ. 

,,შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის შემოღება დიდი წარმატება იყო. მთავრობამ ეფექტური საინფორმაციო კამპანია აწარმოა და შეძლო მოქალაქეების და მგზავრების ინფორმირება უვიზო მიმოსვლის პირობებისა და შენგენის ზონაში დარჩენის ვადების შესახებ. შედეგად, მოსახლეობა კარგად იყო ინფორმირებული უვიზო მიმოსვლის წესების შესახებ, რამაც შენგენის საზღვარზე უარის მიღების დაბალი მაჩვენებელი განაპირობა. თავშესაფრის მოთხოვნის მაჩვენებელი საქართველოს მოსახლეობის რიცხოვნობასთან შედარებით ძალზე მნიშვნელოვანი კრიტერიუმია, თუმცა მნიშვნელოვანი ზრდა არ შეიმჩნევა და აუცილებელია ამ ტენდენციის შენარჩუნება. შეგახსენებთ, რომ საქართველოს შემთხვევაში თავშესაფრის მინიჭების მაჩვენებელი ძალზე დაბალია (დაახლოებით 6,5 ).“ - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა.

ელჩის განცხადებით: "წინასწარი მონაცემებით არ მოველით საქართველოს აღმოჩენას იმ ქვეყნების სიაში, რომლებიც შეჩერების მექანიზმის ამოქმედებას დაექვემდებარებიან. ძალზე მნიშვნელოვანია რეფორმების გაგრძელება და მათი მდგრადობა ვიზის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის კონტექსტში.“

ამავე კატეგორიაში