სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობას მალე ახალი ოფისი ექნება

25 ოქტომბერი 2017, 00:00 4041 ნახვა

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო სახალხო დამცველის აჭარის წარმომადგენლობას, ჭავჭავაძისა და ლუკა ასათიანის ქუჩების კვეთაში, ახლადაშნებულ კორპუსში ფართს გადასცემს. ამ ეტაპზე სამართლებრივი პროცედურები მიმდინარეობს. პროცესი კი უახლოეს პერიოდში დასრულდება.

ომბუდსმენის წარმომადგენლები ამ დრომდე, მაზნიაშვილის ქუჩის 9 ნომერში მუშაობენ. შენობა ძველია და ბზარები აქვს. დაზიანებულია სახურავიც. რამდენიმე ოთახში კი მუშაობა შეუძლებელია. სახალხო დამცველის ბათუმის წარმომადგენლობის თანამშრომლები ახალ ოფისში,  სავარაუდოდ წლის ბოლოს გადავლენ.

საქართველოს სახალხო დამცველი აჭარის სამმართველო

თბილისისა და ბათუმის ოფისებში შრომის უსაფრთხო და ჯანსაღი პირობების მონიტორინგი ჩატარდება. ინიციატივა უჩა ნანუაშვილს ეკუთვნის. ომბუდსმენმა ინსპექტირების ჩატარებაზე წერილით საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს მიმართა.  დოკუმენტში წერია, რომ თბილისის მსგავსად, ბათუმის ოფისში სამუშაო პირობები არის მძიმე და არ არის უსაფრთხო.

 ‘’სახალხო დამცველი უკვე არაერთი წელია რეკომენდაციით მიმართავს საქართველოს მთავრობას, შეიქმნას შრომის პირობების მონიტორინგის ეფექტური მექანიზმი და ხაზს უსვამს მსგავსი მონიტორინგის აუცილებლობას არა მარტო მავნე და საშიშპირობებიან, არამედ სხვა, მათ შორის, საჯარო სამსახურებში. ამავდროულად, მნიშვნელოვანია ინსპექტირების მექანიზმს, მონიტორინგის მიზნით შეეძლოს ყველა ობიექტზე წინასწარი შეტყობინებისა და ნებართვის, მათ შორის, სასამართლოს ნებართვის გარეშე შესვლა’’ - ნათქვამია განცხადებაში.

დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის და შრომის უსაფრთხო გარემოს შექმნის ადვოკატირების მიზნით, საქართველოს სახალხო დამცველმა 2017 წლის 11 სექტემბერს  საინფორმაციო კამპანია – „გახადე შრომა უსაფრთხო“ დაიწყო.

ასევე უჩა ნანუაშვილის წარმომადგენელი ჩართულია შრომის უსაფრთხოების კანონის პროექტის ცვლილებების სამუშაო ჯგუფში, სადაც სახალხო დამცველმა საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინა.

ზაირა ლომაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი