წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანუ რონალდუ გახდა

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2401 ნახვა

‘’ფიფა’’-მ 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელად კრიშტიანუ რონალდუ დაასახელა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა კონკურენტებს, ნეიმარსა და ლიონელ მესის აჯობა. დაჯილდოების ცერემონია ლონდონში გაიმართა. 
მადრიდის "რეალმა" 2017 წელს ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის სუპერთასი მოიგო. რონალდუმ 13 მატჩში 12 გოლი გაიტანა და ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო თავდამსხმელი გახდა. პორტუგალიელმა სპორტსმენმა საუკეთესო ფეხბურთელის ტიტული შარშანაც მოიპოვა.
‘’ფიფა-ს ვერსიით, 2017 წლის მსოფლიოს სიმბოლური ნაკრები გამოვლინდა. საუკეთესო თერთმეტეულში "რეალის" ფეხბურთელები დომინირებენ.

ამავე კატეგორიაში