''ჩიხურას'' ფეხბურთელები  ავტოავარისას  დაშავდნენ

23 ოქტომბერი 2017, 00:00 3093 ნახვა

ბათუმის დინამოსთან გამართული მატჩის შემდეგ დედაქალაქისკენ მიმავალი საჩხერის ჩიხურას ფეხბურთელები ცენტრალურ ავტომაგისტრალზე ავარიაში მოყვნენ. ყველაზე ძლიერი დაზიანებები გუნდის კაპიტანს შოთა კაშიას აქვს მიღებული, რომელსაც ლავიწის ძვალი აქვს გატეხილი. ბათუმის ,,დინამომ“ 22-ე ტურის შეხვედრაში საჩხერის ,,ჩიხურას“ უმასპინძლა და  ერთბურთიანი სხვაობით 1:2 დამარცხდა.

პირველი გოლი მასპინძლებმა გაიტანეს, მე-3 წუთზე ბათუმელების  კაპიტანმა თეიმურაზ შონიამ ანგარიში გახსნა. საპასუხო გოლი დინამოელების კარში  მე-16 წუთზე გიორგი გაბედავამ გაიტანა და პირველი ტაიმი ფრედ 1:1 დასრულდა. 70-ე წუთზე სტუმრებმა კიდევ ერთი გოლი გაიტანეს, ამჯერად დინამოელების კარში გატანილი ბურთის ავტორი  მიშიკო სარდალიშვილი გახდა და შეხვედრაც ამ ანგარიშით დასრულდა. „ჩიხურა“ ამ გამარჯვების შემდეგ 46 ქულით მე-6 ადგილზეა, ხოლო „დინამო“ 32 ქულით მე-8 პოზიციაზე დარჩა.

ამავე კატეგორიაში