ზურაბ პატარაძე ამომრჩეველს აქტივობისკენ მოუწოდებს

21 ოქტომბერი 2017, 00:00 2892 ნახვა

„ხმა ჩვენი მუნიციპალიტეტების სწრაფ განვითარებას და ძლიერ რეგიონს მივეცი, რა თქმა უნდა, ჩვენს ძლიერ თვითმმართველობას და ჩვენს ძლიერ ქვეყანას. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და მოვუწოდო ჩვენს მოსახლეობას მეტი აქტივობისკენ, მოვიდნენ საარჩევნო უბნებზე და დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, ვინაიდან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი რეგიონისათვის!“ - აღნიშნა ზურაბ პატარიძემ.

​აჭარის ​მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარიძემ დღეს საკუთარი არჩევანი ქობულეთის 71-ე ოლქის მე-4 უბანში გააკეთა, სადაც მთავრობის თავმჯდომარე მეუღლესთან და შვილებთან ერთად მივიდა. 

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში