ამბები, რომელსაც დღეს ''მთავარში'' მოგიყვებით /ანონსი/

18 ოქტომბერი 2017, 00:00 1893 ნახვა

• მართველი პარტიის საარჩევნო პროგრამა საარჩევნო უბანზე. გარდა იმისა, რომ ხულოს მე-15 უბანი, პაქსაძეებში, სამუშაო საათებში დაკეტილი დაგვხვდა, მისი გახსნის შემდეგ ამავე უბანზე სოფო შავაძემ “ქართული ოცნების” საარჩევნო პროგრამა იპოვა. აკრძალულ შენობაში აკრძალული აგიტაცია და სავარაუდო დარღვევა შეაფასეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. თემის შესახებ ვრცლად ზუსტად ნახევარ საათში მოგიყვებით. 

• მალავენ თუ არა გარკვეული პოლიტიკური პარტიები შემოსავლებს და არსებობს თუ არა პოლიტიკაში შავი ფული? – ეს კითხვები დღეს საარჩევნო სუბიექტებთან და სახელმწიფო აუდიტის სამსახურში დაისვა. ფინანსური მონიტორინგის შედეგად, დღეს აუდიტის სამსახურმა პარტიების შემოწირულობების შესახებ ბოლო მონაცემები გაასაჯაროვა – თანხის 90 პროცენტი მმართველი პარტიის ანგარიშზეა ჩარიცხული. 

• “ქართული ოცნების” შემწირველი და მისი ოჯახის ბიზნესი აჭარაში. ძველ ბათუმში, მორიგი ისტორიული სახლის დანგრევა და ახლის მშენებლობა იგეგმება. კულტურული  მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან არსებულ ზონალურ საბჭოს ოფიციალურად ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ აქვს, თუმცა საზოგადოება “ბათომის” წევრები ეჭვობენ, რომ საკითხი კომპანიის სასარგებლოდ გადაწყდება და ბათუმის ისტორიული იერსახე დამახინჯდება. ვისი კომპანია ითხოვს ნებართვას? ჯენი კვანტალიანი მოგვიყვება ვრცლად მთავარში 9-ზე. 

• სტიქიისგან მიყენებულ ზარალს ითვლიან ქედაში. გეოლოგებმა უკვე შეისწავლეს რამდენიმე მეწყრული კერა, დასკვნები ცოტა ხანში გახდება ცნობილი. წმენდენ გზებს, თუმცა პრობლემად რჩება რამდენიმე მიმართულება. უსაფრთხოების მიზნით ღამეს ახლობლებთან გაათევს 2 ოჯახი. აქედან ერთ-ერთი ოქტომბრის თემიდანაა, ოჯახი რომელიც მეწყერს გადაურჩა, თუმცა უსახლკაროდ დარჩა. ნახევარ საათში ასევე მოგიყვებით, რა ზიანი მიაყენა სტიქიამ დანარჩენ მუნიციპალიტეტებს და რა ეტაპზეა სალიკვიდაციო სამუშაოები. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი