ბაღში სააღმზრდელო პროცესი არ განახლებულა

18 ოქტომბერი 2017, 00:00 2077 ნახვა

მესამე დღეა ფაჩხის საბავშო ბაღში სააღმზრდელო პროცესი შეჩერებულია. ადგილობრივები, რომლებიც პარალელურად ბაღის მშენებლობაზე მუშაობდნენ, კუთვნილი ანაზღაურების მიღებას ითხოვენ. ინდმეწარმეს დასაქმებულებისთვის 16 ათასი ლარი უნდა გადაეხადა. ფაჩხაში გამგებლის ყოფილი რწმუნებული დასაქმებულსა და დამსაქმებელს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად აცხადებს, რომ დასაქმებულებს კუთვნილი თანხა ამ დრომდე არ მიუღიათ.

ინდმეწარმე ქებულ აბაშიძემ გუშინ ჩვენთან სატელეფონო კომენტარში განაცხადა, რომ ბაღის მშენებლობაზე დასაქმებულებს ხელფასი უკვე მიღებული აქვთ, რასაც ადგილობრივები არ ეთანხმებიან. დღეს აბაშიძე ჩვენს ზარებს აღარ პასუხობს. აქციაზე ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებიც იმყოფებოდნენ.

ამავე კატეგორიაში