• სტიქიის მეორე დღე აჭარაში. მეწყრის 50-მდე კერა განვითარდა რეგიონის 5 მუნიციპალიტეტში, მიწის მასა საცხოვრებელ სახლებთან და გზებზე ჩამოწვა, საფრთხე შეექმნა 25-მდე ოჯახს, ახლობლებთან რჩება 11 ოჯახი, მათ სავარაუდოდ ხვალიდან გაიყვანენ ქირით. დატბორილია ქედის ცენტრალური პარკი, დაზიანდა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. მთელი დღეა იწმინდება ჩახერგილი გზები. პრობლემად რჩება ელექტრომომარაგება. ვრცლად გიამბობთ მთავარში 9-ზე, ასევე ბოლო ინფრომაციას მოგვაწვდის მზია მართალიშვილი პირდაპირ ეთერში.
• რა თქმა უნდა მოგიყვებით ბათუმის შესახებ - მთელი ღამის განმავლობაში 6 ბალიანი შტორმი დაფიქსირდა სანაპიროზე. ძლიერმა ღელვამ ახალ ბულვარში ხე-ტყე და ქვა-ღორღი გამორიყა. დაზიანდა შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სახურავი, წყალი ჩავიდა მეხუთე სართულზე. ქეთი ჭყონია მოგვიყვება დეტალებს ნახევარ საათში.
• ემუქრება თუ არა დაზიანების საფრთხე ციტრუსს? ნარინჯისფერი რთველი ახლოვდება, მანდარინისა და ფორთხოლის მოსავლის აღებამდე დაახლოებით ერთი თვე რჩება. აზიური ფაროსანა დაბალი ტემპერატურის შესაბამისად მიძინების ეტაპზეა, თუმცა გამოდარებისთანავე კვლავ ვარაუდობენ რომ მავნებელი მწერი ბაღებში გადაინაცვლებს. პრევენციული ზომების გატარებას იწყებს სოფლის მეურნეობის სამინისტრო. ქეთი ბოლქვაძის რეპორტაჟს ვნახავთ მთავარში 9-ზე.
• ყვირილი, ყურის აწევა, თავზე წამორტყმა – სკოლებში კვლავ არიან მოსწავლეები და თანამშრომლები, რომლებიც ამ ფაქტებს ძალადობად არ მიიჩნევენ. ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მხრივ მდგომარეობა სკოლებში მძიმეა – აცხადებს სახალხო დამცველი. ომბუდსმენის პირველი სპეციალური ანგარიში და მდგომარეობა აჭარის სკოლებში – თეონა ხარაბაძე დეტალებით.
• 2011 წელთან შედარებით მოსახლეობის რაოდენობა 50 ათასითაა შემცირებული აჭარაში. განსაკუთრებით მაღალმთიან მუნიციპალიტეტებში. ქვეყანაში არსებული დემოგრაფიული ვითარების შესახებ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს. რა ფაქტორებზე საუბრობენ დემოგრაფიისა და სოციოლოგიის ექსპერტები, რამ განაპირობა მოსახლეობის ზოგადი კლება ქვეყანაში და რა არის მთავარი მიზეზი, რის გამოც მოქალაქეები სოფლებიდან საცხოვრებლად ქალაქებში გადადიან? ჯენი კვანტალიანი შეეცადა საქსტატის მონაცემების დამუშავებას.