თელავივი-ბათუმი თვითმფრინავი აეროპორტში ვერ დაჯდა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 5851 ნახვა

ძლიერი წვიმის, ქარისა და ცუდი ხილვადობის გამო ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში თვითმფრინავი ვერ დაჯდა. თელავივის რეისის მგზავრები დროებით ქუთაისის აეროპორტში ჩაფრინდნენ.

აეროპორტის წარმომადგენელთა განცხადებით, ამ ეტაპზე ამინდი დასტაბილურდა და მალე ქუთაისიდან თვითმფრინავი ბათუმში ჩამოფრინდება.

რაც შეეხება სხვა რეისებს, აეროპორტში რამდენიმე წუთის წინ მოსკოვის რეისი შესრულდა. საინფორმაციო ცენტრში, დღეს დაგეგმილი სხვა ფრენების გადადების შესახებ,  ინფორმაცია არ აქვთ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი