ხულოში სამი სოფელი გარესამყაროსაა მოწყვეტილი

16 ოქტომბერი 2017, 00:00 7290 ნახვა

ხულოში სამი სოფელი ჩაო, სტეფანაშვილები და მერჩხეთი გარესამყაროსაა მოწყვეტილი. სოფელ ჩაოსთან დამაკავშირებელი გზა ჩამოიშალა. სპეციალისტებს ამ წუთებში შემოვლითი გზა გაჰყავთ.

მეწყრული პროცესები განვითარდა იაკობაძეებში. მიწის მასა საცხოვრებელ სახლთან ახლოს ჩამოწვა. ხულოს საგზაო დეპარტამენტის  წარმომადგენელთა ინფორმაციით,  საგზაოს ტექნიკა 8 მიმართულებით მუშაობს.

ძლიერმა ქარმა სოფელ ქედლებში საცხოვრებელ სახლებს სახურავები გადახადა. დატბორილია საავტომობილო გზები და  გადაადგილება შეზღუდულია.

უამინდობის გამო სოფლების თხილვანის ფაჩხის და ღურტას საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი შეწყდა. ბაღების გაერთიანების წარმომადგენელთა ინფორმაციით, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებს ელექტროენერგია არ მიეწოდებათ.  

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში