გოგონების ფრენბურთში ,, აჭარის სპარტაკიადა’’ დასრულდა. პირველობა ბათუმის გუნდმა მოიპოვა. მეორე ადგილი ქედას, ხოლო მესამე ხელვაჩაურის გუნდს ერგო. საპრიზო ადგილის მფლობელებს თასები და სიგელები გადაეცათ.
ტურნირში სულ 6 გუნდი; ბათუმის, ქედის, შუახევის, ხულოს, ხელვაჩაურისა და ქობულეთის მონაწილეობდა.გუნდები 1999 , 2000 და 2001 წლიანი მოთამაშეებით იყო დაკომპლექტებული. ყოველწლიური ტურნირი ,, აჭარის სპარტაკიადა’’ გუშინ დაიწყო და დღეს დასრულდა.