აზიური ფაროსანას წინააღმდეგ

14 ოქტომბერი 2017, 00:00 2015 ნახვა

ბათუმის საბავშვო ბაღებში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებები ტარდება. დღეს დილიდან სკოლამდელი დაწესებულებების ეზოებს და ხე - მცენარეებს გამწვანების სამსახური სპეციალური სითხით წამლავს. ბაღების გაერთიანების ინფორმაციით, მასშტაბური პრევენციული ღონისძიებები გუშინ დაიწყო და მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება.

პარალელურად იგეგმება შენობის დასუფთავებაც. აზიური ფაროსანას გავრცელების გამო, ბათუმის საბავშვო ბაღებში სააღმზრდელო პროცესი სამი დღით შეწყდა. სწავლა 19 ოქტომბერს განახლდება.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი